დაპირისპირება დმანისში

დმანისის სიონის წინამძღვარი: სამართლებრივ ჩარჩოებში მოვექცეთ, არ ავყვეთ ემოციას

მივმართავ მოსახლეობას, რომ არ მივიღოთ ცხელ გულზე გადაწყვეტილება, არ ავყვეთ ემოციებს. ამ ეტაპზე, არც ამ ფაქტების ქექვა არ არის საჭირო, იმიტომ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, სიტუაცია განიმუხტოს, დამშვიდდეს და მერე ყველაფერს სახელი დაერქმევა.

გამოიკვეთება თუ ვინმე არის დამნაშავე, თუ ხელი შეუწყო და, აქედან გამომდინარე, ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა. ჩემი თხოვნა იქნება, პირველ რიგში სამართლებრივ ჩარჩოებში მოვექცეთ და არ ავყვეთ ემოციას. ამ ემოციის აყოლა ამ ქვეყნის მოქალაქეს არაფერში არგებს. პირიქით, მეტ დაძაბულობას წარმოშობს, შეიძლება შემდეგ დიდ ეთნიკურ კონფლიქტშიც გადაიზარდოს. რა თქმა უნდა, ამით, პირველ რიგში დაზარალდება ჩვენი ქვეყანა.

თუ ვინმე ამ შესაძლო კონფლიქტის უკან დგას, საბოლოოდ ის დარჩება ისევ გამარჯვებული. კეთილგონიერება უნდა გამოვიჩინოთ. საღი აზრი უნდა გამოვიჩინოთ

განუცხადა "მთის ამბებს" დმანისის სიონის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ

კომენტარები