ვალუტის კურსი

1 აშშ დოლარის კურსი 3.4-ლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

18 მაისისათვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.3979 ლარია, ევროსი კი 4.1325 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 17 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი 2 თეთრით გაუფასურდა და 3.3979 ლარი შეადგინა – კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.4186 ლარი იყო.

გაუფასურდა ევროც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 18 მაისისთვის 4.1325 ლარია, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1392 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ 0.67 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, თურქული ლირის კურსი 0.4064 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.7938 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 18 მაისიდან შევა.

კომენტარები