ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე: I Have a Dream

დიდ ამერიკელ მოაზროვნეს და საზოგადო მოღვაწეს დავესესხები, მარტინ ლუთერ კინგს, რომელმაც თქვა, I Have a Dream. ქართულად რომ ვთარგმნო, ისე როგორც ადრე თარგმნიდნენ ამ სიტყვებს, რაღაცა ცუდი გამოვა, იმიტომ, რომ სიტყვა ოცნება ჩვენმა პოლიტიკოსებმა შეგვაძულეს და მოგვაბეზრეს. მე ვთარგმნიდი ასე მარტინ ლუთერის სიტყვებს - მე მაქვს ნატვრა. I Have a Dream, მე მაქვს ნატვრა საქართველოსი, რომელშიც ბავშვი აღარ დადის მშიერი, რომელშიც ადამიანი აღარ დადის ღირსებააყრილი, რომელშიც აღარ არის წაგლეჯილი ტერიტორიები და ყველა ჩვენი თანამოძმე და თანამემამულე დაბრუნებული არის სახლში და მშვიდობიანად ცხოვრობს ჩვენს ძმებთან, ოსებთან და ჩვენს ძმებთან, აფსუებთან ერთად.

მე მაქვს ნატვრა, სადაც ეს გიგანტური ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩვენი მტერი კი აღარ არის, ჩვენი მეგობარი გახდა, იმიტომ, რომ გაგვაკეთებინა ეს და მე მაქვს ნატვრა იმ საქართველოსი, სადაც ჩვენ არ ვართ არც დასავლეთის და არც ევროპის მტრები და ჩვენი ქვეყანა გადაქცეულია არა ბრძოლის ველად ამ გიგანტური იმპერიების ერთმანეთში დაჯახებისა, არამედ ოაზისისა მათი თანამშრომლობის. ამიტომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა შენ ამერიკის აგენტი ხარ, რუსეთის აგენტი ხარ, ირანის აგენტი ხარ, თურქეთის აგენტი თუ ვისიც გინდა. შენ თუ აგენტი ხარ, შენ ღალატობ სუვერენიტეტს, შენ ღალატობ შენს დამოუკიდებლობას. მე გეუბნებით თქვენ, მე ვარ მხოლოდ ერთი რაღაცის აგენტი დღიდან ჩემი დაბადებისა და ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე, მე ვარ საქართველოს აგენტი მთელს მსოფლიოში.

თქვა პუტინისტმა ლევან ვასაძემ 9 აპრილის ბაღში გამართულ აქციაზე

კომენტარები