LGBTQ თემი

დედაენის ბაღში ფალავანდიშვილის თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დევნის მუხლით დაიწყო

ტაბულა

დედაენის ბაღში პრორუსული, ნეოფაშისტური დაჯგუფების ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის თავდასხმაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დევნის მუხლით დაწყო. 

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს. 

დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია "Welcome to the closet" გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. Tbilisi Pride-ის ცნობით, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც. 

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ტაბულასთან საუბრისას იხსენებს, აქტივისტებმა ინსტალაცია დედაენის ბაღში დილიდან დადგეს და გურამ ფალავანდიშვილის მოსვლამდე არავითარი გართულება არ შექმნილა. 

"როგორც კი მოვიდა და შეხედა, დაარტყა წიხლი და წააქცია. ამის შემდეგ, აქტივისტები თვითმხილველებთან ერთად ცდილობდნენ, რომ ფალავანდიშვილი ტერიტორიიდან გაერიდებინათ, მაგრამ ფალავანდიშვილი მათ შეურაცხყოფას აგრძელებდა. ამბობდა, რომ ინსტალაციის დანგრევის მიზეზი ცისარტყელას ფერები იყო, და კიდევ ის, რომ შიგნით ადამიანები სისაძაგლეებს წერენ".

მისივე თქმით, პოლიცია ადგილზე მოგვიანებით მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინასწარ იყვნენ პერფორმანსის შესახებ გაფრთხილებულები. პოლიციამ გურამ ფალავანდიშვილი ადგილს გაარიდა, მოგვიანებით კი აქციის ორგანიზატორებს დაკითხვაზე წაყოლა სთხოვეს, თუმცა, ამაზე უარი მიიღეს. 

კომენტარები