ბათუმი

ბათუმში, არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

Tabula

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კაცი მე-19 სართულიდან გადახტა, ქალის ცხედარი კი ბინაში იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები