კულინარიის აკადემია

FREE UNI-ს კულინარიულ აკადემიაში რუსო გოგოლაძის სახელობის სტიპენდია დაწესდება

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრორექტორისა და კულინარიის აკადემიის დამფუძნებლის, ნათია სამუშიას ინფორმაციით, კულინარიულ აკადემიაში რუსო გოგოლაძის სახელობის სტიპენდია დაწესდება. გოგოლაძე, რომელიც აკადემიის ლექტორი იყო, კორონავირუსით გარდაიცვალა.

"მინდა, რაღაცნაირად გამოვხატო ჩემი მადლიერება მისი თავდაუზოგავი მუშაობის მიმართ. გადავწყვიტე, რუსო გოგოლაძის სახელობის სტიპენდია დავაწესო და თავად დავაფინანსო. ამ სტიპენდიას ყოველწლიურად გამოვაცხადებთ კულინარიის აკადემიაში მზარეულის პროგრამის თითოეულ ახალ მიღებაზე.

სტიპენდია იქნება მზარეულის სრულიად ახალი პროგრამის ნაწილი, სტუდენტები იმუშავებენ პროექტებზე და საუკეთესო პროექტი გაიმარჯვებს. სტიპენდიის მიზანი იქნება, გამოავლინოს სტუდენტების მიერ შექმნილი ქართული კერძები, რომლებშიც საუკეთესოდ იქნება ჩართული თანამედროვე ტექნოლოგიები და მიდგომები.

რუსო კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული იყო". - წერს სამუშია Facebook-ზე.

კომენტარები