დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელი: 10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1050-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს, 200 ანკლავის შიგნით დაეცა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის, თქმით, რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ დასახლებული ტერიტორიებისკენ მიმავალი რაკეტის თავიდან არიდების მაჩვენებელი 85-დან 90%-მდე იყო.

ზილბერმანი აღნიშნავს, რომ საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში 500 სამიზნეზე მიიტანა იერიში. 

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალმისი გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ გააუვნებელყვეს დაჯგუფება ჰამასის 2 მნიშვნელოვანი წევრი, რომლებიც ორგანიზაციის სამხედრო დაზვერვის შტოს მეთაურობდნენ. 

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები