ვალუტის კურსი

1.5 თეთრით გამყარების შემდეგ, ლარი დოლართან კვლავ გაუფასურდა

CBW.ge

11 მაისის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.4271 ლარია, 1 ევროსი კი – 4.1656. 

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.97 თეთრით გაუფასურდა – 10 მაისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი 3.4174 ლარი ღირდა.  ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც – 0.66 თეთრით. 

11 მაისის მდგომარეობით, 1 თურქული ლირის ოფიციალური კურსი 0.4136 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტი 4.8418 ლარი ღირს. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 12 მაისიდან შევა ძალაში.

კომენტარები