ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: 40 000 Sinopharm-ი დაჯავშნილია, 10 000 დარეზერვებულია პოლიციისთვის, პენიტენციურისთვის, მედიისთვის

სინოფარმის დიდი ნაწილი, დაახლოებით, 40 ათასამდე დოზა, არის ან უკვე გამოყენებული, ან დაჯავშნილი. დაახლოებით, 10 ათასი დოზა არის დარეზერვებული სტრატეგიული ჯგუფებისთვის, რომელიც არის პოლიცია, პენიტენციური სისტემა და პენიტენციური სისტემის ფარგლებში დაიწყება მოკლე ხანში ვაქცინაცია, უდიდესი ნაწილი ამ ვაქცინების მოხმარდება ამ სტრატეგიულ ჯგუფებს. ასევე, დაიწყება სტრატეგიული ვაქცინაცია მედიისთვის და ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის. ამ ეტაპზე, ეს იქნება შედარებით ნაკლები მოცვით, რადგან უდიდესი ნაწილი ამ დარეზერვებული ვაქცინის დოზების დასჭირდება პოლიციას და პენიტენციურ სამსახურს

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. 

კომენტარები