ვაქცინაცია

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინით 55 წლამდე პირები აღარ აიცრებიან

საქართველოს მთავრობა

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება მხოლოდ 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

"ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია ასტრაზენეკათი ვაქცინაციის გაგრძელებას  55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის, თუ  ნებისმიერი სხვა ჯგუფი". - ამბობს გაბუნია. 

მისივე თქმით, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფს, ვინც უკვე აიცრა, შეუძლია მეორე დოზაც ჩაიტაროს ასტრაზენეკათი. 

"ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდება გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, შემდგომი გაფართოება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ასტრაზენეკასთვის აღარ მოხდება. რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნოს ისევ ასტრაზენეკათი, ამ შემთხვევაში რეკომენდაცია რაიმე ცვლილებისთვის არ არსებობს ამდენად, ის ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა პირველი დოზა ვაქცინაციის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზა ასტრაზენეკათი". - ამბობს გაბუნია. 

კომენტარები