ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით 1.5 თეთრით გამყარდა

10 მაისის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.4174 ლარია, 1 ევროსი კი – 4.1590. 

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 1.5 თეთრით, 3.4324-დან 3.4174-მდე გამყარდა. მეორე მხრივ, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.4 თეთრით გაუფასურდა. 

10 მაისის მდგომარეობით, 1 თურქული ლირის ოფიციალური კურსი 0.4143 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტი 4.8182 ლარი ღირს. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 11 მაისიდან შევა ძალაში.

კომენტარები