უვიზო მიმოსვლა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.

შეთანხმება ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 11 მაისს დასრულდება.

კომენტარები