ეკონომიკა

თურნავა: მოიჯარეები სასოფლო-სამეურნეო მიწას 25%-იანი ფასდაკლებით გამოისყიდიან

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ხნის წინ დავრთეთ ნება მოიჯარეებს, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ამუშავებს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, პირდაპირი წესით, საბაზრო ფასად გამოისყიდონ ეს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები, მთავარი ამოცანა არის, რომ დაუმუშავებელი მიწა არ დარჩეს და მათ შეძლონ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მიღება და დაფინანსების მოზიდვა, თუმცა ვაკვირდებოდით ტენდენციას, ფასები საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, ბევრ მოიჯარეს არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ამ უფლებით, იქიდან გამომდინარე, რომ ფასი არის საკმაოდ მაღალი და არ არის მთლად ხელმისაწვდომი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ და იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, რომ უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი უფლებები და პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით, შეფასებული მიწა, რომელსაც აფასებს, როგორც წესი, სამხარაულის ბიურო, 100%-იანი ფასიდან იქნება 25%-იანი ფასდაკლება, რომლითაც ისარგებლებენ მოიჯარეები.

პირველ რიგში, ეს საშუალებას მისცემთ ფერმერებს, ეს არიან შედარებით მცირე მიწის ნაკვეთების იჯარით მფლობელი ფერმერები, რომ ისარგებლონ უფლებით, შეიძინონ ეს მიწა, დაამუშავონ და რა თქმა უნდა, უფრო მეტად მოიზიდონ, როგორც საბანკო დაფინანსება, ასევე კერძო ინვესტიციები, ასევე ისარგებლონ იმ ფართო სახელმწიფო პროგრამების შემოთავაზებით, რაც ჩვენ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვაქვს. 2000-მდე ასეთი მოიჯარე არსებობს საქართველოში, არის საკმაოდ დიდი მიწის ფართობები, მართალია, დაყოფილი შედარებით მცირე მიწის ნაკვეთებად, მაგრამ გაიჯარებული, ეს ადამიანები წლებია ამუშავებენ ამ მიწას და  ახლა ეს გადაწყვეტილება უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის ამ მიწის გამოსყიდვის შესაძლებლობებს. 

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები