ჟურნალისტზე ძალადობა

დეკანოზი თამაზი: ვაპროტესტებ, მიუღებელია სასულიერო პირის აგრესია, ძალადობრივი საქციელი

მე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და მღვდელი, ვაპროტესტებ, მიუღებელია, ვერაფრით და ვერასოდეს დავუშვებ და შევეგუები სასულიერო პირისგან აგრესიას, უხეშობას, ძალადობრივ საქციელს, მომრავლებულ ყოვლად სამარცხვინო და სასულიერო წოდებისთვის შეუფერებელ აგრესიას. ჩვენ იმიტომ ვართ ქრისტეს მიმდევრები, რომ, რომც გვლანძღონ, გვდევნონ, გვაგინონ. თუნდაც პროვოკაცია მოგვიწყონ და შეურაცხგვყონ, უნდა თავმდაბლობით მოვითმინოთ და დავლოცოთ ჩვენი მაწყევარნი, სიყვარულით გადავუხადოთ ჩვენს მოძულეებს. გვიყვარდეს მტრებიც. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას არ ექნება პატივისცემა ჩვენდამი, ყველას არ ვეყვარებით, მაწყევარნიც გვეყოლება, მოწინააღმდეგეებიც და მდევნელებიც, მაგრამ ამან არ უნდა შეგვცვალოს ჩვენ. 

მღვდლები პატივს არც უნდა ვითხოვდეთ და არც ვეძებდეთ, პირიქით, უნდა გვძულდეს პატივი ჩვენი თავისთვის. ქრისტეს მოწაფე უნდა ჰგავდეს ქრისტეს. სასულიერო პირებს რომ მარჯვენა ყვრიმალში გაგვარტყამენ, უნდა მივუშვიროთ მარცხენაა, ვინც წაგვართმევს ხალათს, უნდა გავატანოთ პერანგიც. თუ შეგვავიწროებენ და დევნას დაგვიწყებენ, უნდა დავლოცოთ და მაინც სიკეთე მივაგოთ მათ. ესაა ქრისტეს რჯული, ესაა სახარება, ესაა ქრისტეს მიმდევრობა, ამაშია ჩვენი სარწმუნოების ძალა. სხვაგვარად არ არსებობს ქრისტიანობა

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე Facebook-ზე. გუშინ, 8 მაისს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები