პოლიტიკური კრიზისი

სარჯველაძე: ის, რომ EU-მ გირაო გადაიხადა, დადასტურებაა, რომ პოლიტპატიმრობაზე საუბარი არ არის

მე გულწრფელად მგონია, რომ ევროპელებიც ვერ მიხვდნენ იმ ახირებულ დამოკიდებულებას, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას და ბატონ ნიკა მელიას პირადად ჰქონდათ. ბოლოს გადაწყვიტეს, კარგი, დავამთავროთ ამ თემაზე ლაპარაკიო, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. 

ის, რომ გადაიხადეს გირაოს თანხა, ეს, პრაქტიკულად პირდაპირი დადასტურებაა იმის, რომ პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი არ არის. აქ, რეალურად, გვაქვს თანამშრომლობა ხელისუფლებასთან. პირიქით უნდა შევხედოთ ამ საკითხს

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე იმედთან ინტერვიუში. ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. მათივე ცნობით,  გირაოსთვის თანხა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

კომენტარები