პოლიტიკური კრიზისი

ხვიჩია მელიაზე: ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის მიღება დოკუმენტზე ხელმოწერას ნიშნავს

ჩემი აზრით, გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას მხრიდან, ზოგადად, ამ პირობების მიღება, ზოგადად, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის პირობის მიღება თავისთავად ნიშნავს დოკუმენტზე ხელმოწერას. მე ასე მგონია. 

ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ადამიანი ციხიდან გათავისუფლდეს ამ დოკუმენტის შესაბამისად და შემდეგ მისი ნაწილი არ იყოს. მე მგონია, რომ ნიკა მელიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამნისტიის დოკუმენტის შემუშავებაში, ისე, რომ ჩვენ მოვახერხოთ შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად რეალიზება

ამბობს გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია იმედთან ინტერვიუში. 

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. მათივე ცნობით,  გირაოსთვის თანხა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

კომენტარები