კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, 1 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

iStock [illustration]

ბოლო 24 საათში, საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 564 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 693 ადამიანი და დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,71%-ია.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 384 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 043 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს - 7 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.71%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე 6.71%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 900 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 162, ქვემო ქართლი - 72, შიდა ქართლი - 52, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

დღემდე გამოჯანმრთელებულია 299 500 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია - 4 263 ადამიანი. 

კომენტარები