რუსეთი

პუტინი: რუსული ვაქცინა კალაშნიკოვივით საიმედოა

ვლადიმირ პუტინი
Insider

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსული ვაქცინა AK-47 ტიპის იარაღივით, იგივე კალაშნიკოვივით საიმედოა. 

"ისინი AK-47-ის მსგავსად საიმედოა. სხვათა შორის, ეს ჩვენ არ გვითქვამს, ეს ევროპელმა სპეციალისტმა თქვა. და მე ვფიქრობ, რომ ის ნამდვილად მართალია". - თქვა პუტინმა.

რუსული მედია წერს, რომ მანამდე ავსტრიელმა ექიმმა, ფლორიან თალჰამერმა, თქვა, რომ რუსული Sputnik V-ის ვაქცინა კალაშნიკოვივით არის: "მარტივი, საიმედო და ეფექტიანი".

კრემლის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კორონავირუსის ვაქცინით აცრილია.

სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, Sputnik V კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-ით ეფექტიანია.

6 მაისს რუსეთში ერთდოზიანი ვაქცინა Sputnik Light დაამტკიცეს. შემქმნელების თქმით, ის 79.4%-ით ეფექტიანია.

კომენტარები