ვლადიმირ პუტინი

კრემლის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინი კორონავირუსის ვაქცინით აიცრა

ვლადიმირ პუტინი
https://nversia.ru/

კრემლის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კორონავირუსის ვაქცინით აიცრა, თუმცა ვიდეო და ფოტომასალა არ გავრცელებულა. 

როგორც პუტინის სპიკერი დმიტრი პესკოვი რია ნოვოსტისთან განმარტავს, პრეზიდენტს კამერების წინ აცრა არ სურდა და ამის გარეშეც ძალიან ბევრს აკეთებს ვაქცინაციის პროპაგანდისთვის. 

თუ რომელი ვაქცინით აიცრა პუტინი, ამაზე პესკოვი პასუხობს, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტმა და იმ ექიმმა იცის, ვინც ის აცრა. 

"სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად საიმედო, აბსოლუტურად ეფექტური და აბსოლუტურად უსაფრთხოა, ამიტომ განსხვავება არ არის, რა სახის ვაქცინით აცრა პრეზიდენტმა. რა სახის ვაქცინა აირჩია პრეზიდენტმა, ეს მან და მისმა ექიმმა იციან, ვინ მისცა ეს ვაქცინა". – ამბობს პესკოვი. 

კომენტარები