პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი, ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. ღარიბაშვილის თქმით, ჰუდაკი პანდემიით გამოწვეული კრიზისის აღდგენასა და ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს.
"მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკური აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ, ამ გეგმაში საქართველოს მომავალი განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი, ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება. ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილი, რომელიც არის საქართველოს დიდი მოქალაქე, დიდი მეგობარი და მისი წარმატებული". – თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრმა წარდგენისას აღნიშნა, რომ ჰუდაკი თავისი კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრად. ასევე მუშაობდა კერძო ბანკებში, როგორიცაა J.P. Morgan. ღარიბაშვილის თქმით, ვაზილ ჰუდაკი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს.