საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 541 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 131 ადამიანი.
დღიური დადებითობა 6.06%-ია, ბოლო 7 დღის 6.76%, 14 დღის კი - 5.66%.
1 547 ახალი შემთხვევიდან თბილისში 907 დადასტურდა, აჭარაში - 141, იმერეთში - 115, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 43, გურიაში - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 52, მცხეთა-მთიანეთში - 46, სამცხე-ჯავახეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.
7 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 319 266 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 298 807 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 245 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ინფიცირების 16 188 აქტიური შემთხვევაა. 917 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 481 მკურნალობს, აჭარაში - 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 180 პაციენტია, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 10, იმერეთში კი - 12.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. მთავრობის გადაწყვეტილებით, არ იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.