ურბნისის ეპარქია

მამა თეიმურაზი არ უარყოფს, რომ მეუფე სვიმონის მძღოლმა, მასზე ეპისკოპოსის თვალწინ იძალადა

ტაბულას რამდენიმე თვითმხილველი წყარო უყვება, რომ ურბნელი მიტროპოლიტი იობის რეზიდენციაში სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, ამავე ეპარქიაში მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა. 

მათივე მონათხრობით, მამა თეიმურაზისკენ გაიწია ეპისკოპოსმა სვიმონმაც.

დეკანოზი თეიმურაზი ტაბულასთან საუბარში არ უარყოფს თავდასხმას და ამბობს რომ ამ თემაზე არ საუბრობს. 

"არ ვსაუბრობ ამ თემაზე, სასულიერო პირებს შორის პრობლემა თვითონ ეკლესიაში უნდა გადაწყდეს, თქვენ ჟურნალისტებს ეს არ გეხებათ". - ამბობს დეკანოზი.

ტაბულა ცდილობს ურბნისის ეპარქიასთან და მეუფე სვიმონთან დაკავშირებას.

კომენტარები