ილია II

ილია II: გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს, წმ. გიორგი არის გაჭირვებულების დამხმარე

დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს. 

წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყველა გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ. დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. 

დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ 6 მაისს მართლმადიდებელ მრევლს გიორგობა ვიდეომიმართვით მიულოცა. 

კომენტარები