ტურიზმი

14 მაისიდან Wizzair-ი ქუთისი-რიგის რეისებს შეასრულებს, 21 მაისიდან – დორტმუნდის მიმართულებით

ავიაკომპანია Wizzair-ი მაისის თვეში ქუთაისიდან კიდევ 4 მიმართულებით დაამატებს ფრენებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიმდინარეობს და "ეტაპობრივად ფრენები აღდგება". 

18 აპრილიდან Wizz AIR-მა ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით განახლა რეგულარული რეისები, თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით. 13 მაისიდან კი, ქუთაისი-ვარშავის რეისი კვირაში ორჯერ შესრულდება.

14 მაისიდან  ავიაკომპანია Wizz AIR ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით. თვის ბოლოს ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ 2 ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი - 29 მაისიდან კატოვიცე და 30 მაისიდან გდანსკი.

კომენტარები