კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ყოველი 100 ინფიცირებული უდრის ერთ გარდაცვლილს

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული უდრის ერთ გარდაცვლილს. სწორედ ამიტომ, მე აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანი არის პრევენცია, ვინაიდან კოვიდინფექციის ლეტალობის მაჩვენებელი წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით 1-დან 2%-ს. რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ, მიზანი არის, რომ მოხდეს ინფექციის ნაკლები გავრცელება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ და გადავარჩინოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID 19-ს 4 227 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში დღიური დადებითობა 6.41%-ია, ბოლო 7 დღის - 6.59%, 14 დღის კი 5.51%. 

კომენტარები