კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.41%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 28 180 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 144 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 6.41%-ია, ბოლო 7 დღის - 6.59%, 14 დღის კი 5.51%.  

1 806 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 089 დადასტურდა, აჭარაში - 167, იმერეთში - 120, ქვემო ქართლში - 88, შიდა ქართლში - 57, გურიაში - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 121, კახეთში - 60, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8. 

6 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 317 719 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 297 676 გამოჯანმრთელდა 4 227 კი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში ინფიცირების 15 790 აქტიური შემთხვევაა. 867 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან თბილისში 446 მკურნალობს, აჭარაში - 89, იმერეთში -105. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 183 პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 122, აჭარაში - 11, იმერეთში - 11.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე სადღესასწაულო დღეებში, 2-4 მაისამდე შეზღუდულია სასაფლაოზე სიარული, ჩაკეტილია სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. მთავრობის გადაწყვეტილებით, არ იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.

კომენტარები