ვაქცინაცია

საქართველოში 43 000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა ჩამოვიდა

საქართველოში 43 000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა ჩამოვიდა. ვაქცინები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოიტანეს.

დოზები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ, 5 მაისს დაიწყო

სამედიცინო დაწესებულებაში მე-2 დოზის მისაღებად დარეგისტრირება შესაძლებელია პირველი აცრიდან 4 - 12 კვირის ინტერვალში

ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით ჩაიტარა.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

  • https://fb.watch/4c2mI8hKtj/

კომენტარები