ვაქცინაცია საქართველოში

ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 5 მაისის 20:00-დან იწყება

დღეს, 5 მაისის 20:00 საათიდან ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია იწყება. აცრის ჩატარება 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

სამედიცინო დაწესებულებაში მე-2 დოზის მისაღებად დარეგისტრირება შესაძლებელია პირველი აცრიდან 4 - 12 კვირის ინტერვალში

ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით ჩაიტარა.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

  • https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

კომენტარები