Pfizer-BioNTech

კვლევა ისრაელში: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა სპერმაზე გავლენას არ ახდენს

Getty Images

ისრაელელი მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა სპერმის პარამეტრებს არ აზიანებს.

მკვლევრებმა 43 მოხალისისგან სპერმის ნიმუშები აიღეს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრამდე ერთი თვით ადრე და აცრის შედეგ ერთი თვის შემდეგ.

აცრის შემდეგ მათ სპერმაში არცერთი პარამეტრი – მოცულობა, კონცენტრაცია ან მოძრაობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 

მკვლევრების თქმით, კვლევის წინასწარი შედეგები მამაკაცებისთვის დამამშვიდებელია: "ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციით წყვილებს, რომლებსაც ბავშვის გაჩენა სურთ, უნდა აიცრან, რადგან აცრა სპერმაზე გავლენას არ ახდენს, ხოლო კორონავირუსის ინფექცია სპერმას ვნებს".

კომენტარები