კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: მაისის შუა რიცხვებია განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი

პროგნოზულად, ჩვენი მოდელირებით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი არაა ჭეშმარიტი მაჩვენებელი ეპიდემიის ზრდის ტენდენციების. ესაა დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და ანგარიშგება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზრდის ტენდენცია შესაძლებელია და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,05%-ია, ბოლო 14 დღის - 5,33%, ბოლო 7 დღის - 6,27%.

კომენტარები