ბრაზილია

ბრაზილიაში საბავშვო ბაღს მაჩეტეთი შეიარაღებული კაცი დაესხა თავს

AFP

ბრაზილიაში საბავშვო ბაღში მაჩეტეთი შეიარაღებული კაცის თავდასხმას 5 ადამიანის, მათ შორის სამი ორ წლამდე ასაკის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქად დაშავდა ერთი ბავშვი.

პოლიციის თანახმად, თავდასხმის შემდეგ კაცმა თვითმკვლელობა სცადა და ახლა კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია. უცნობია, რა გახდა თავდასხმის მიზეზი.

თავდასხმის დროს შენობაში ათეულობით ბავშვი იყო. საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა ბავშვების დამალვა სცადეს. 

პოლიციის თანახმად, შეიარაღებული კაცი ჯერ მასწავლებელს დაესხა თავს, შემდეგ ბაღის შენობაში შევიდა და ბავშვებსა და სხვა თანამშრომლებს დაესხა თავს.

საბავშვო ბაღი ქალაქ საუდადესში მდებარეობს და მისი აღსაზრდელები 3 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

გუბერნატორი კარლოს მოისესი თავდასხმას Twitter-ზე გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადა.

კომენტარები