პოლიტიკური კრიზისი

ზარქუა მელიაზე: თითქოს ცოტნე დადიანობას თამაშობდა, თავის სიტყვებში გაიჭედა

მელია ჩვეულებრივი მსხვერპლია თავისი გუნდის და ბელადის. გირაოს არგადახდის გამო დააპატიმრეს, მერეც იყო შეთავაზება, რომ თუ ადვოკატები მოითხოვდნენ, მას შეეფარდებოდა გირაოს გადახდა და გამოვიდოდა - ამაზეც უარი თქვა და თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. 

გაიჭედა, თავის სიტყვებში გაიჭედა, თავის პრინციპებში გაიჭედა. მარტივია - გადაიხადოს გირაო, დათანხმდეს იმ გირაოს, თავის ხელშია და ხვალვე გამოვა [...] პირდაპირ ითქვა, რომ 20 ივნისი უნდა გადაიფურცლოს, ამას ხელი მოაწერა, მათ შორის, ლელომ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ. ახლა მიხვდნენ, რომ უკვე თავიანთ ე.წ. პრინციპებში და მიდგომებში გაიჭედნენ და ახლა გამოეღვიძათ? სახე რომ შეინარჩუნონ, ახლა რაღაცას იგონებენ

ამბობს ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას.

კომენტარები