აშშ

ბაიდენმა ყოველწლიურად მისაღებ მიგრანტთა რიცხვი 15 000-დან 62 500-მდე გაზარდა

Reuters-ზე დაყრდნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს თქვა, რომ ის განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვით, წელს მისაღებ მიგრანტთა რიცხვი 62 500-მდე გაიზრდება. ეს გადაწყვეტილება მხარდამჭერების კრიტიკას მოჰყვა, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს რიცხვი ისტორიულ მინიმუმზე, 15 000-ზე დატოვა.

2 კვირის წინ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიგრანტთა ყოველწლიურ მიღებაზე დაწესებული 15 000-იანი ლიმიტი, რაც წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს დაწესდა, შენარჩუნდებოდა. თუმცა, ზუსტად 2 კვირის შემდეგ ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად შეცვალა.

ბაიდენის თქმით, მისი ქმედება შლის წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც 15 000 ადამიანზე იყო გათვლილი, რაც ბაიდენის თქმით, ამერიკის, რომელიც ყოველთვის მიესალმებოდა და მხარს უჭერდა მიგრანტებს, ღირებულებებს არ ასახავდა.

"ეს ქმედება მნიშვნელოვანია, რათა მიგრანტებს მთელი მსოფლიოს გარშემო, რომლებმაც ბევრი გადაიტანეს უკვე და ახალი ცხოვრების დაწყებას ელოდებიან, აღარ ჰქონდეთ რაიმე ეჭვები ამ საკითხთან დაკავშირებით". – თქვა ბაიდენმა

კომენტარები