კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 788 ახალი შემთხვევა, გაკეთდა 9 790 ტესტი

CDC/Science Photo Library

4 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის შედეგად კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ვირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 1 206 ადამიანი. 

გასულ დღე-ღამეში გაკეთდა 9 790 ტესტი, მათ შორის 4 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 988 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,05%, ბოლო 14 დღის - 5,02%, ბოლო 7 დღის - 5,74%

გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 30, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 811 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე სადღესასწაულო დღეებში, 2-4 მაისამდე შეზღუდულია სასაფლაოზე სიარული, ჩაკეტილია სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. მთავრობის გადაწყვეტილებით, არ იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.

კომენტარები