კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 509 ახალი შემთხვევა, გაკეთდა 7 476 ტესტი

VERGE

3 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის შედეგად კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ვირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 1 200 ადამიანი. 

გასულ დღე-ღამეში გაკეთდა 7 476 ტესტი, მათ შორის 3 111 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 365 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის – 5.0%, ხოლო 7 დღის – 5.6%.

გამოვლენილი ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი – 15, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 4, გურია – 3, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 38, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 513. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 312 954 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 294 252 პირი, გარდაიცვალა 4 163 ადამიანი.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე სადღესასწაულო დღეებში, 2-4 მაისამდე შეზღუდულია სასაფლაოზე სიარული, ჩაკეტილია სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. მთავრობის გადაწყვეტილებით, არ იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.

კომენტარები