კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური შესაძლოა, უკეთ მუშაობს, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანაში

როცა 1 000-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, 20-მდე გარდაცვალება დაბალია და არა მაღალი. ცნობილია, რომ ინფიცირებული ავადმყოფების რაღაც პროცენტი აუცილებლად კვდება. მსოფლიოში, საშუალოდ, ეს არის 2.1%. ევროპის და ამერიკის ქვეყნებში ეს არის 2% და ზემოთ 3% და მეტი. საქართველოში გვაქვს 1.3% სიკვდილობა. 

მე მინდა ვუთხრა ჩვენს მაყურებლებს, დამშვიდდნენ. ის, რომ ჩვენ გვქონდა 16, 17, დღეს ოცი, ხვალ შეიძლება იყოს 14, 15... ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, განსაკუთრებით, არავაქცინირებული ქვეყნისთვის. მხოლოდ ისრაელმა, არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა და ინგლისმა, რომლებმაც, თითქმის მთელი მოსახლეობა აცრეს, მათ აქვთ ჩვენზე დაბალი მაჩვენებელი. ვისაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებია ან ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ 20-25% აცრა, სიკვდილობაში ყველას ჩვენზე უარესი მაჩვენებელი აქვს. მე მინდა, ჩვენები იყვნენ მშვიდად და იცოდნენ, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე - აბსოლუტრად გულწრფელად ვეუბნები და პასუხს ვაგებ თითოეულ ჩემს სიტყვაზე - საქართველოში მთელი ვერტიკალი, მთელი სამსახური COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მუშაობს საათივით გამართულად, შესაძლოა, უკეთესად ვიდრე ყველა სხვა ქვეყანაში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩვენ დაგვიგვიანდა ვაქცინაცია

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები