ისრაელი

ილია II: მერონის მთაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ისრაელის პრეზიდენტსა და ებრაელ ხალხს უსამძიმრებს მერონის მთაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

"თქვენო აღმატებულებავ,  მერონის მთაზე გუშინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია.  ჩვენი მხრიდანაც გამოვხატავთ დიდ გულისტკივილს და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ ებრაელ ხალხს. დაშავებულებს კი ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას". - ვკითხულობთ ილია II-ის სამძიმარში.

ისრაელში, მერონის მთაზე, ლა ბა'ომერის ფესტივალზე ხალხმრავლობის გამო 44 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.  

ათიათასობით იუდეველი, მათ შორის მრავალი ულტრაორთოდოქსი, მეორე საუკუნეში მოღვაწე რაბინი შიმ ბარ იოხაის აკლდამასთან იყო შეკრებილი, სადაც ფესტივალის ფარგლებში, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ლოცულობდნენ. 

ფესტივალის დამსწრეებმა ვიწრო გასასვლელში მოულოდნელად ხალხმრავლობა შექმნეს. ამის თავდაპირველ მიზეზად ტრიბუნის ჩამონგრევას ასახელებდნენ. ადამიანთა ნაწილი ხალხმრავლობაში ასფიქსიით გარდაიცვალა, ზოგი კი ჭყლეტაში მოჰყვა. 

კომენტარები