საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 147 ახალი შემთხვევა, 690 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 129 ტესტი
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,7% ბოლო 14 დღის – 4,87%, ბოლო შვიდი დღის – 5,13%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 311 457 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 291 457 გამოჯანმრთელდა, 4 130 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 96, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 919 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 750 პირი.
ამასთან, 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 791 პაციენტი.





