ავღანეთი

ავღანეთში აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევის ადგილის Twitter-ზე გავრცელებული ფოტო

აღმოსავლეთ ავღანეთში, ლოგარის პროვინციაში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დანაღმული მანქანის აფეთქებას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 60-ზე მეტი დაშავდა. 

მანქანა ლოგარის დედაქალაქში პულ-ე ალამში, პროვინციის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის სახლთან აფეთქდა. 

სახლი ასევე სასტუმროსაც წარმოადგენდა და რამდენიმე სტუმარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. 

გარდაცვლილებთან არიან სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც შენობაში იყვნენ. 

უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არცერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია. დაჯგუფება თალიბანის თქმით, ისინი ამ შემთხვევას შეისწავლიან. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს ჯარების ავღანეთის დატოვების ბოლო ვადა 11 სექტემბრამდე გადაიწია, ავღანეთში ძალადობის ფაქტები მოხშირდა. 

ლოგარის რეგიონი პაკისტანს ესაზღვრება.

კომენტარები