კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: შეადარეთ მართვა, ჩვენთან 2 000-მდე შემთხვევა არც იგრძნობა და რა ხდება ინდოეთში

რომ გადავიანგარიშოთ მილიონ მოსახლეზე, ახალი შემთხვევები არ არის მეტი ინდოეთში, ვიდრე იყო და არის ჩვენთან. მაგრამ შეადარეთ მართვის ეფექტურობა. ჩვენთან ეს 2 000-მდე შემთხვევა, რაც ახლა არის, პრაქტიკულად არ იგრძნობა, თუ ტელევიზიებს არ უყურებთ, და რა ხდება ინდოეთში? საავადმყოფოებში ხომ ვერ ხვდებიან და ვერ ხვდებიან, იხოცებიან ქუჩებში, იხრჩობიან ჟანგბადის უქონლობის გამო, ტყეებში ჭრიან ხეებს, ანთებენ ცეცხლს და კოცონზე წვავენ მიცვალებულებს ისე, რომ საავადმყოფოში არათუ ვერ შედის, ვერც აღირიცხება, კოშმარია, საშინელებაა, მე არ მინდა, ინდოეთს შევედაროთ, არასდროს ვედრებით აღმოსავლეთის ქვეყნებს, ყოველთვის ვედრებით ევროპას და ამერიკას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კლინიკური საბჭოს სხდომის შემდეგ.

კომენტარები