ვაქცინაცია

ტიკარაძე: შემიძლია, დაზუსტებით ვთქვა, PFIZER-ის ახალი დოზები ზაფხულში იქნება

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის დოზები ზაფხულში შემოვა. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის სესიაზე ისაუბრა. 

"რაც შეეხება Pfizer-ს, აქ არის გარკვეული გაუთქმელობის ხელშეკრულება, თუმცა მე შემიძლია, დაზუსტებით ვთქვა, რომ ეს იქნება ზაფხულში". – თქვა ტიკარაძემ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა. 

მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ვაქცინაციის პროცესის სწორად მართვით და "იმ ცივი ჯაჭვის და პირობების დაცვით", რაც Pfizer-ის ვაქცინას სჭირდება და რაც მწარმოებლის მხრიდანაა დათქმული, დღესდღეობით დაანონსებული მილიონი დონა ფაიზერის ვაქცინის აღარაა სიზმარი.

თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ უახლოეს პერიოდში Pfizer-ის დამატებითი დოზები არ შემოვა. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები