ვაქცინაცია

ტიკარაძე: გაჟღერებული მილიონი დონა  Pfizer-ის ვაქცინის აღარაა სიზმარი

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესის სწორად მართვით და "იმ ცივი ჯაჭვის და პირობების დაცვით", რაც Pfizer-ის ვაქცინას სჭირდება და რაც მწარმოებლის მხირდანაა დათქმული, დღესდღეობით დაანონსებული მილიონი დონა ფაიზერის ვაქცინის აღარაა სიზმარი. ამის შესახებ ტიკარაძემ საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.

"[...] მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფაიზერის ვაქცინა, რომელიც ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, მხოლოდ სამი ქვეყანა მონაწილეობს ამ ვაქცინით ვაქცინაციაში, ვინაიდან, ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ რთულია იმ ცივი ჯაჭვის და იმ პირობების დაცვა, რომლებიც ამ ვაქცინას ესაჭიროება და რომელიც მწარმოებლის მხრიდანაა დათქმული.

გამომდინარე აქედან, რომ ეს პროცესი სწორად იყო ნამარტი ყველა კომპონენტში, ჩვენ მოგვეცა საშუალება, დამატებითი მოლაპარაკებები გვეწარმოებინა უკვე მწარმოებელთან და ვართ იმ შედეგების მოლოდინში და გაჟღერებული მილიონი დონა ფაიზერი დღესდღეობით აღარაა სიზმარი და მიმდინარეობს უკვე კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და თარიღების დაზუსტება, როდესაც ეს ვაქცინა ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება". – ამბობს ტიკარაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით კი, ქვეყანაში უახლოეს პერიოდში Pfizer-ის დამატებითი დოზები არ შემოვა.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები