კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 551 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.26%-ია

CDC/Science Photo Library

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 29 487 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  878 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.26%, ბოლო 14 დღის - 4.39%, ბოლო 7 დღის - 4.63%.

ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევიდან თბილისში 918 გამოვლინდა, აჭარაში - 121, იმერეთში - 101, ქვემო ქართლში - 82, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 130, კახეთში - 48, მცხეთა-მთიანეთში - 35, სამცხე-ჯავახეთში - 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 482, საიდანაც 3 780 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 707 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 9 995 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 732 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 156 პაციენტი.

28 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 307 404 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 288 816 გამოჯანმრთელდა,  4 077 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". 4-11 მაისი უკვე გამოცხადდა უქმე დღეებად, რა დროსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. სააღდგომო დღეებში შეიზღუდება სასაფლაოებზე გასვლა, ჩაიკეტება სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს, თუმცა, გამონაკლისის სახით, აღდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა ორი საათით გვიან, 23:00-ზე დაიწყება და ერთი საათით ადრე, 04:00-ზე დასრულდება.

კომენტარები