დიდი მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში, შაჰინსა და რიშს, ევროპარლამენტარებს, ჩვენს დიდ მეგობარს, ანდრიუს კუბილიუსს, ანა ფოტიგას, მარკეტკა გრეგოროვას და ა.შ. შეთანხმების პირველი ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა. მოგეხსენებათ, წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და ახლა ყველასთვის ნათელია. ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშავოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ
ასევე მადლობა მინდა, ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა და მწამს. მე მადლობა მინდა, გითხრათ ჟურნალისტებს, წელიწადნახევარია, რა ზეწოლის ქვეშაც თქვენ ხართ, მადლობა მინდა, ვუთხრა ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას
გიორგი რურუას საქმე
რურუა: მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ გათავისუფლდეს ნიკა მელია უკანონო პატიმრობიდან
