მე-10 მოწვევის პარლამენტი

თალაკვაძე: სავარძელი არაა ქართული ოცნების გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი

მესმის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ აღტკინება და გარკვეული სენტიმენტები სკამებთან დაკავშირებით, არ სჯერათ, შეიძლება თუ არა, მიიღოს ადამიანმა ხელისუფლებიდან ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ, არაერთხელ მითქვამს, რომ თანამდებობა და სავარძელი არაა ქართული ოცნების გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი პოზიციები და თანამდებობები გამოვიყენოთ წინსვლისთვის, პროგრესისთვის და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გადალახულია, ეს ნამდვილადაა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 24 აპრილს დატოვა, მის ნაცვლად კი ქართული ოცნება პარლამენტს კანდიდატად კახა კუჭავას წარუდგენს. 

კომენტარები