პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: თალაკვაძის ჩამოცილება, შესაძლოა, შეთანხმების სხვაგვარად ინტერპრეტაციის მცდელობაა

შეიძლება მათ შორის თალაკვაძის ჩამოცილება და კუჭავას წამოწევა და სხვა ხალხი, რომ დადის მოლაპარაკებაზე, გულისხმობდეს იმას, რომ ისინი აპირებენ ამ შეთანხმების ისეთ ინტერპრეტაციას, როგორიც არ იყო შეთანხმებული. თუ ამას ოცნება აპირებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გადის შეთანხმებიდან, მარტივია. 

არ ყოფილა შეთანხმებული, რომ ჯალათები უნდა გათავისუფლდნენ. კონვენცია საკმარისი არ არის, დაზარალებულის თანხმობა ჩადონ და მე ვიქნები "ოქეი", მათი თანხმობის გარეშე, არ შეიძლება ვინმეს რამე ვაპატიოთ

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. დღეს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში რეგისტრაციას გაივლის, რათა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალოს. 

თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ქართულმა ოცნებამ თანამდებობაზე კახა კუჭავა წარადგინა. 

კომენტარები