ვაქცინაცია

ვაქცინაციის კამპანიის ბანერებზე მთავრობის ნომრის ნაცვლად, თბილისი ენერჯის ნომერი წერია

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის ნომერი შეცდომითაა მითითებული, ფოტოს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

ბანერზე, წარწერით, ვაქცინა გვიცავს, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის ნომრად არა 144, არამედ თბილისი ენერჯის ცხელი ხაზის ნომერი - 114-ია მითითებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ბანერები მალე გამოიცვლება. 

ასევე, 22 მარტს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის ცვლილებებზე საუბრისას პირველადი ჯანდაცვის ცხელი ხაზის ნაცვლად [15 22] პროექტის აწარმოე საქართველოში ცხელი ხაზი [15 25] გამოაცხადა.

კომენტარები