კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით 18 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 521 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.64%-ია

iStock [illustration]

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 11 226 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  1058 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.64%, ბოლო 14 დღის - 4.03%, ბოლო 7 დღის - 4.51%.

ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში 285 გამოვლინდა, აჭარაში - 68, იმერეთში - 36, ქვემო ქართლში - 10, შიდა ქართლში - 10, გურიაში - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 49, კახეთში - 39, მცხეთა-მთიანეთში - 16, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174, საიდანაც 3 676 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 727 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 8 771 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 644 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პაციენტი.

26 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 304 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 287 029 გამოჯანმრთელდა,  4 043 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  4-11 მაისი უკვე გამოცხადდა უქმე დღეებად.  მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი, დამატებით რა შეზღუდვები დაწესდება.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები