კორონავირუსი საქართველოში

ხუნდაძე: მესამე ტალღის საწყისია, ტურბულენტურ ზონაში შევდივართ, ღვედი კარგად უნდა შევიკრათ

საკმაოდ რთული ვითარებაა. მსოფლიოში ეპიდვითარება უარესდება [...] ჩვენც მესამე ტალღის საწყის ეტაპზე ვართ, როცა შეიძლება ვთქვათ, რომ შემდეგი კვირები შეიძლება უფრო მეტად გართულდეს, ამიტომ, ჩვენ ახლა ტურბულენტურ ზონაში შევდივართ, ამიტომ ღვედი კარგად უნდა შევიკრათ, რომ ხიფათი გვერდზე ჩამოვიტოვოთ. რა თქმა უნდა, ამას პირდაპირი მნიშვნელობით არ ვამბობ, ჩვენი ღვედი ახლა პირბადე, ფიზიკური დისტანცირება და, რა თქმა უნდა, ვაქცინაა...

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე.

კომენტარები