ბევრჯერ ვთქვი, რომ ვარ პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი, პარალელურად ვარ დედაქალაქის მერი, მაგრამ მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციებს, რომ თითქოს პოლიტიკიდან მივდივარ, ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოს მოვიგონე და ეს უნდა გამოვიყენო იმისთვის, რათა პოლიტიკიდან წავიდე. ეს არაა სწორი ინფორმაცია. კი, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ. რა თმა უნდა, სამომავლოდ ვხედავ ჩემ თავს [ქართულ ოცნებაში]. ქართული ოცნების დამფუძნებელი ვარ, ამ გუნდში ვმოღვაწეობ უკვე ბევრი წელია, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და რეფორმა განვახორციელეთ და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ.
tbl.ge/5ith
დაკოპირდა

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- ტაბულას უთხრეს, რომ კალაძე დუბაიში "ჩარჩა", მერიაში არ იციან – სადაა
- კალაძე: თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი ჭორებით ავრცელებენ, ეს მე ვერაფერს დამაკლებს
- კალაძე: ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას
- ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნისკენ გზაზე გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი
- კალაძე: ვერ ნახავთ ფაქტს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, ვარ შემდგარი ადამიანი




